понедельник, 24 ноября 2008 г.

ისტ ტრეინინგ კურსი გორში 2008 წელი

მოგესალმებით
ეს ბლოგი შექმნილია 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული ტრენინგ-კურსის იმ მონაწილეებითვის (და არა მარტო) ვინც ესწრებოდა პავლე თვალიაშვილის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს. ტრენინგ კურსი მიმდინარეობს ფონდი ირმის ნახტომის პროექტის "საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.

ვფიქრობ, ამ ბლოგში განთავსდება შეკითხვები და კომენტარები ტრენინგის მონაწილეებისა და ტრენერის მხრიდან.

 ტრენინგების პირველი ნაკადის მონაწილეეები:

 ტრენინგების მეორე ნაკადის მონაწილეები:

ტრენინგების მესამე ნაკადის მონაწილეეები:


თითოეული კურსის ბოლოს განთავსებული იქნება ბმულები იმ საგანმანათლებლო პროექტების ბლოგებისა, რომლებსაც ტრენინგის მონაწილეები შექმნიან.

მოხარული ვიქნები, თუ აქ მოცემული ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდება მნახველთათვის.

პატივისცემით,

ელენე ხაჩიძე, მარიკა ჩიტაძე

GEARN

ტრენერთა ბლოგები
"I SEARCH" ტექნოლოგიით შექმნილი ბლოგები
ს ი ა ხ ლ ე ! ! !

GEARN და ფონდიირმის ნახტომიგაცნობებთ, რომ 25 დეკემბერს განათლების სამინისტროში საზეიმოდ გადაეცა სერტიფიკატები ტრენინგის იმ 50 მონაწილეს, ვინც რეგისტრაციის სიები დროულად შეავსო და გამოთქვა სურვილი დასწრებოდა სერტიფიცირების გადაცემის ცერემონიას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდ “ირმის ნახტომის გენერალური დირექტორი თ.კაკუტია, ფონდ “ირმის ნახტომის სატრენინგო პროექტების კოორდინატორი ნინო ბიგვავა, ფონდ “ირმის ნახტომის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი ეკა ჯელაძე, iEARN-საქართველოს (GEARN) კოორდინატორი და ტრენერი პავლე თვალიაშვილი, iEARN/GEARN კოორდინატორი და ტრენერი პაატა პაპავა, GEARN-ის ტრენერების გუნდი.

ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტის
სერტიფიკატების გაცემა გაგრძელდა 2009 წლის 26 იანვრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მე-2 კორპუსში მე-3 სართულზე, ირმის ნახტომში.

ტელ: 910550; 910552


ყურადღება: კ ო ნ კ უ რ ს ი !

მოგესალმებით პროექტ "ომის ნამდვილი სახე" მონაწილე პედაგოგებო და მოსწავლეებო!

დიდი მადლობა ინტერესის გამოჩენისა და აქტიურობისათვის. განხორციელებული პროექტები მეტად საინტერესოა და ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო იქნება ნამუშევრები, რომლებიც დაიდება ბლოგზე პროექტზე მუშაობის ბოლო ვადის ამოწურვამდე ( 20 მაისი).
მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ პროექტის ფარგლებში ხორციელდება კონკურსი (კონკურსის პირობები) - გამარჯვებულები მიიღებენ პრიზებს სხვადასხვა ნომინაციებში.
წარმატებული პროექტების ავტორებს (1 პედაგოგი და 1 ბავშვი) ექნებათ საშუალება წარადგინონ თავისი ნამუშევრები შემაჯამებელ შეხვედრაზე, დაჯილდოების ცერემონიაზე - გორში, ივნისის თვეში.
სიამოვნებით გავეცნობით თქვენს მოსაზრებებს კონკურსთან დაკავშირებით.

საუკეთესო სურვილებით,
კონკურსის ორგანიზატორები

გორის ტრენინგის მონაწილეთა GEARN-ის პროექტებზე ნამუშევრები