понедельник, 24 ноября 2008 г.

ისტ ტრეინინგ კურსი გორში 2008 წელი

მოგესალმებით
ეს ბლოგი შექმნილია 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული ტრენინგ-კურსის იმ მონაწილეებითვის (და არა მარტო) ვინც ესწრებოდა პავლე თვალიაშვილის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს. ტრენინგ კურსი მიმდინარეობს ფონდი ირმის ნახტომის პროექტის "საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.

ვფიქრობ, ამ ბლოგში განთავსდება შეკითხვები და კომენტარები ტრენინგის მონაწილეებისა და ტრენერის მხრიდან.

 ტრენინგების პირველი ნაკადის მონაწილეეები:

 ტრენინგების მეორე ნაკადის მონაწილეები:

ტრენინგების მესამე ნაკადის მონაწილეეები:


თითოეული კურსის ბოლოს განთავსებული იქნება ბმულები იმ საგანმანათლებლო პროექტების ბლოგებისა, რომლებსაც ტრენინგის მონაწილეები შექმნიან.

მოხარული ვიქნები, თუ აქ მოცემული ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდება მნახველთათვის.

პატივისცემით,

ელენე ხაჩიძე, მარიკა ჩიტაძე

14 комментариев:

qeta комментирует...

ამ ტრეინინგში მონაწილეობამ პროფესიული განვითარების საშუალება მომცა. სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა.
პატივისცემით, ქეთევან მეგრელიშვილი

shorena комментирует...

ტრენინგში მონაწილეობით კმაყოფილი ვარ.

შორენა მშვიდობაძე

ინგა комментирует...

მოგესალმებით. ძaლიან მომეწონა თქვენი ტრენინგი. მან საშუალება მომცა უფრო გამეღრმავებინა ცოდნა. ახლა უკეთ შემიძლია ვებ გვერდებთან და ბლოგებთან მუშაობა.
დიდი პატივისცემით ინგა ვანიშვილი. ვარიანის საჯარო სკოლა

lela комментирует...

სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა.
ლელა კობახიძე

iza комментирует...

მოგესალმებით. საინტერესო პროექტია. გისურვებთ წარმატებას. იზა სეფიშვილი სკრის სკოლა

tamar комментирует...

ძვირფასო ტრენერებო და ტრენინგის მონაწილეებო!ამ ტრენინგზე გავეცანი საინტერესო სიახლეებს,მიღებული გამოცდილება იმედი მაქვს გამოგვადგება პრაქტიკაში. პატივისცემით თამარ დავითიძე

მანანა კაპანაძე комментирует...

გილოცავთ ახალ წელს ელენე და მარიკა,
გისურვებთ ყოველივე კარგს და რაც მთავარია უამრავი საინტერესო ტრენინგის ჩატარებას!!!

პატივისცემით,
მანანა კაპანაძე

თამარი ჯოლბორდი комментирует...

ჩვენო ტრენერებო-ელენე და მარიკა!
გილოცავთ ახალ წელს, ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს იგი თქვენთვის!
მადლობა თქვენ იმ სითბოსა და ყურადღებისათვის რასაც ტრენინგებისა და მის შემდგომ პერიოდში იჩენდით ჩვენდამი, ღმერტი იყოს ტქვენი მფარველი

ნათია საძაგლიშვილი გორის #8 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი комментирует...

გილოცავთ ახალ წელს მარიკა და ელენე
გისურვებთ ყოველივე კარგს, წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის.
მადლობა თქვენ იმ სითბოსა და ყურადღებისათვის რასაც ჩვენდამი იჩენდით. სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა.

ნათია საძაგლიშვილი

elen комментирует...

ძვირფასო კოლეგებო დიდი მადლობა მოლოცვისთვის და თბილი სიტყვებისთვის!მეც გილოცავთ შობას და იმედს ვიტოვებ, რომ წინ კიდევ ბევრი ტრენინგები და პროექტები გველის თქვენთან ერთად!

საუკეთესო სურვილებით,
ელენე ხაჩიძე

თეა ხუროშვილი комментирует...

როგორხართ ელენე და მარიკა?ძალიან მომენატრეთ ორივე.ჩვენი სკოლის დაზიანება ძალინ გვაფერხებს მაგრამ ვეცდებით რომ ახალი
ბლოგები მაინც შევქმნათ ლინკებს გამოგიგზავნით.და კიდევ ჩვენი ბლოგის ლინკი არ დევს თქვენს ბლოგზე.და იქნებ დადოთ.
2009 წელი ბედნიერი ყოფილიყოს ყოველი ჩვენთაგანისთვის.პატივისცემით თეა ხუროშვილი

elen комментирует...

სალამი თეა მეც მომენატრეთ ყველანი ძალიან ! სამწუხაროა რომ ხელი გეშლებათ,ბლოგებზე მუშაობაში, მაგრამ მაინც ყველანაირად ეცადეთ მიიღოთ მონაწილეობა პროექტებში-წინააღმდეგობების გადალახვას ბევრ საინტერესო აღმოჩენამდე მივყავართ და საბოლოოდ კარგ შედეგსაც ვაღწევთ :)
სხვათა შორის "ომის ნამდვილ სახე"-ზე საინტერესო სიახლეებია, გირჩევთ შეიხედოთ .

ელენე

elen комментирует...

p.s. თეა რომელი ბლოგია არ დევს? გამომიგზავნეთ ლინკი

elen комментирует...

კოლეგებო,მეგობრებო გამოგვეხმაურეთ !!! გაგვიზიარეთ ზაფხულის შთაბეჭდილებები!

სიყვარულით,
ელენე :)

GEARN

ტრენერთა ბლოგები
"I SEARCH" ტექნოლოგიით შექმნილი ბლოგები
ს ი ა ხ ლ ე ! ! !

GEARN და ფონდიირმის ნახტომიგაცნობებთ, რომ 25 დეკემბერს განათლების სამინისტროში საზეიმოდ გადაეცა სერტიფიკატები ტრენინგის იმ 50 მონაწილეს, ვინც რეგისტრაციის სიები დროულად შეავსო და გამოთქვა სურვილი დასწრებოდა სერტიფიცირების გადაცემის ცერემონიას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდ “ირმის ნახტომის გენერალური დირექტორი თ.კაკუტია, ფონდ “ირმის ნახტომის სატრენინგო პროექტების კოორდინატორი ნინო ბიგვავა, ფონდ “ირმის ნახტომის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი ეკა ჯელაძე, iEARN-საქართველოს (GEARN) კოორდინატორი და ტრენერი პავლე თვალიაშვილი, iEARN/GEARN კოორდინატორი და ტრენერი პაატა პაპავა, GEARN-ის ტრენერების გუნდი.

ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტის
სერტიფიკატების გაცემა გაგრძელდა 2009 წლის 26 იანვრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მე-2 კორპუსში მე-3 სართულზე, ირმის ნახტომში.

ტელ: 910550; 910552


ყურადღება: კ ო ნ კ უ რ ს ი !

მოგესალმებით პროექტ "ომის ნამდვილი სახე" მონაწილე პედაგოგებო და მოსწავლეებო!

დიდი მადლობა ინტერესის გამოჩენისა და აქტიურობისათვის. განხორციელებული პროექტები მეტად საინტერესოა და ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო იქნება ნამუშევრები, რომლებიც დაიდება ბლოგზე პროექტზე მუშაობის ბოლო ვადის ამოწურვამდე ( 20 მაისი).
მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ პროექტის ფარგლებში ხორციელდება კონკურსი (კონკურსის პირობები) - გამარჯვებულები მიიღებენ პრიზებს სხვადასხვა ნომინაციებში.
წარმატებული პროექტების ავტორებს (1 პედაგოგი და 1 ბავშვი) ექნებათ საშუალება წარადგინონ თავისი ნამუშევრები შემაჯამებელ შეხვედრაზე, დაჯილდოების ცერემონიაზე - გორში, ივნისის თვეში.
სიამოვნებით გავეცნობით თქვენს მოსაზრებებს კონკურსთან დაკავშირებით.

საუკეთესო სურვილებით,
კონკურსის ორგანიზატორები

გორის ტრენინგის მონაწილეთა GEARN-ის პროექტებზე ნამუშევრები